Accentnews.ge
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა

24/04/2023 09:12:07 სამართალი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულიც და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენიც მოლდოვის მოქალაქეები არიან. ორივე მათგანი სოფელ განთიადში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ერთმა მეორეს თავში სასიკვდილო ტრავმა მძიმე საგნით მიაყენა.

50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სავარაუდო ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S