
ადიგენელი ანრი ხოზრევანიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია
24/04/2023 12:47:26 რეგიონები, რეკლამა
ანრი ხოზრევანიძე 20- წლამდე, 60 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა ზანავის მკვიდრია.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა არაერთ წარმატებას მიაღწია. იგი საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია და გასულ წელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ პირადად მიულოცა ახალგაზრდა სპორტსმენს მიღწეული შედეგი და წარმატებები უსურვა მომავალშიც.