
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
24/04/2023 13:22:51 ეკონომიკა
24 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.70 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7603 ლარი გახდა.
1.31 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1216 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 12.92 თეთრი შეადგინა.