Accentnews.ge
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

14/11/2019 07:27:15 სხვა, მსოფლიო

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, – იუწყება BBC.

მისივე ცნობით, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ პრეს–სპიკერმა გამოცემასთან საუბრისა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით 05:30 საათზე შევიდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაერო-ს და ეგვიპტის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

დაპირისპირება მხარეებს შორის ორი დღის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაიერიშის დროს ღაზას სექტორში მოქმედი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა. გამოცემის ცნობით, ორი დღის განმავლობაში დაპირისპირებების შედეგად 32 პალესტინელი დაიღუპა, 63 კი, დაშავდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S