Accentnews.ge
შსს-მ რენატა ბეგიაშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ რენატა ბეგიაშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24/04/2023 14:23:54 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "პოსტთან" დაკავშირებით. მისი თქმით, იგი წლების განმავლობაში ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

რენატა ბეგიაშვილი ძალადობაში მის ყოფილ პარტნიორს, შალვა იაშვილს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ არ სურს პოლიციისთვის მიმართვა გამოძიების მოთხოვნით. პოლიციას აქვს ვალდებულება გამოძიება დაიწყოს საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუკი ეს ძალადობას ან სავარაუდო დანაშაულს ეხება.

თავად კაცმა, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო, ფეისბუკზე უარყო ძალადობის შემთხვევა, შემდეგ კი ანგარიში წაშალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S