Accentnews.ge
არის მინიშნებები, რომ უკრაინის ომი შესაძლოა დასრულდეს კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით – კაჩინსკი

არის მინიშნებები, რომ უკრაინის ომი შესაძლოა დასრულდეს კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით – კაჩინსკი

25/04/2023 06:33:05 ევროპა

უკრაინაში ომი შეიძლება, დასრულდეს კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით, - განაცხადა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის მმართველი პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ.

მისი თქმით, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ახალი საფრთხეები გამოჩნდება.

„დღეს ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში. არის მინიშნებები, რომ ის შეიძლება, დასრულდეს რაიმე სახის კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მალე შეიძლება ახალი საფრთხეები გამოჩნდეს",– თქვა კაჩინსკიმ და დასძინა, "ჩვენ ასეთი გამოსავალი არ გვსურს!".

მისი თქმით, პოლონეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის სურვილს, გაათავისუფლოს საკუთარი ტერიტორიები, თუმცა მიანიშნა, რომ „მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S