Accentnews.ge
IRI – ინსტიტუციების რეიტინგში კვლავ ქართული ჯარი ლიდერობს

IRI – ინსტიტუციების რეიტინგში კვლავ ქართული ჯარი ლიდერობს

25/04/2023 09:11:57 თავდაცვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში კვლავ ქართული ჯარი ლიდერობს.

კვლევის შედეგების თანახმად, ტრადიციულად პირველ ადგილს ქართული ჯარი იკავებს (77%), მეორე ადგილზე კი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოა (72%), მესამე ადგილზეა პოლიცია 63%-ით, ქართული მედიის მიმართ კი დადებითად განწყობილი გამოკითხულთა 57%-ია.

აღსანიშნავია, რომ IRI-ს მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ქართული მედია ინსტიტუციების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებდა 55%-ით, შესაბამისად ქართული მედიის რეიტინგი 7%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S