25-04-2023 14:07:28 საზოგადოება
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 53% თვლის, რომ ქვეყნაში მთავარი პრობლემა უმუშევრობა და მაღალი ფასებია.
46%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრების საფასური და მაღალი გადასახადებია, ამას მოყვება სიღარიბე, რომელსაც მოსახლეობის 16% აძლევს ხმას.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემად განათლებას მოსახლოების 6% ასახელებს, ხოლო ჯანდაცვას 4%.
ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება მცირე ბიზნესების ხელშეწყობა, რომელსაც ხმას მოსახლეობის 3% აძლევს.
დაახლოებით იგივე მაჩვენებელია რეგიონებშიც - აქაც მოსახლოების ძირითადი ნაწილი, ანუ 38% თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა, 35% კი მაღალ ფასებს ასახელებს.
ასევე, რეგიონებში თვლიან, რომ მათი ქალაქების მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგებაა - 22% ინფრასტრუქტურას აძლევს ხმას, ხოლო 13% - წყალმომარაგებას.
ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.