Accentnews.ge
სტოლტენბერგი – ღარიბაშვილს: "ვიმედოვნებ,  საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებზე და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს"

სტოლტენბერგი – ღარიბაშვილს: "ვიმედოვნებ, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებზე და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს"

25/04/2023 13:34:00 პოლიტიკა

"ვიმედოვნებ, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებზე და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს", – ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მისი თქმით, "ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში".

"საქართველო ნატო–ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. დღეს ჩვენს შეხვედრაზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, თუ როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა. კერძოდ "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" მეშვეობით. მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.და თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. ამავდროულად, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებზე და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, რადგან თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების ასრულებისთვის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან უკრაინაში რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა და გასულ კვირას მისი კიევში ვიზიტი გაიხსენა. სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატო დგას და იდგება უკრაინის გვერდით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

„ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით, უკრაინა იცავს საკუთარ თავს და წესრიგს და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S