
რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო თანამდებობებს და უმრავლესობას ტოვებს
14/11/2019 09:45:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო თანამდებობებს და უმრავლესობას ტოვებს,- განცხადება ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მის პოზიციას იზიარებენ და უერთდებიან თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
მისი თქმით, ის და მისი თანამოაზრეები ვერ გაიზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დღეს პარლამენტში დდაგა. საუბარია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებების ჩაგდებაზე.
როგორც დეპუტატები აცხადებენ, დღევანდელი სხდომა იყო მძიმე, პარტიის თავმჯდომარემ იცოდა, რომ პროპორციული სისტემა მათთვის წყალგამყოფი იყო და მათ მოუწევდათ მძიმე გადაწყვეტილების მიღება.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას ურთიერთობა აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და არწმუნებდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ახლა კი ვერ აუხსნის, თუ რატომ არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.