
"ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს"
14/11/2019 09:59:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების ფაქტს ეხმიანება და ხალხს მშვიდობიანი ორგანიზებისკენ მოუწოდებს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. მე ერთი რამე ვიცი: მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი, ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა”, – აცხადებს სააკაშვილი.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.