
"ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს
14/11/2019 10:00:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
- "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს:
- ნინო წილოსანი
- მერაბ ქვარაია
- შოთა ხაბარელი
- ვიქტორ ჯაფარიძე
- კარლო კოპალიანი
- გურამ მაჭარაშვილი
- გოგა გულორდავა
- გოგი მეშველიანი
- მიხეილ ყაველაშვილი
- ოთარ ჩრდილელი
- დავით სონღულაშვილი
- რუსლან პოღოსიანი
- თენგიზ ხუბულური
- თამაზ ნავერიანი
- სავალან მირზოევი
- იოსებ მაკრახიძე
- რომან მუჩიაშვილი
- ირაკლი (დაჩი) ბერაია
- სულხან მახათაძე
- დიმიტრი მხეიძე
- სამველ მანუკიანი
- შალვა კიკნაველიძე
- მუხრან ვახტანგაძე
- კობა ლურსმანაშვილი
- გოჩა ენუქიძე
- ედიშერ თოლორაია
- გოდერძი ჩანქსელიანი
- კობა კობალაძე
- ირაკლი აბუსერიძე
- გიორგი კოპაძე
- ირაკლი მეზურნიშვილი
- ირაკლი შიოლაშვილი
- ცოტნე ზურაბიანი
- ირაკლი ხახუბია
- დიმიტრი ხუნდაძე
- კახაბერ ოქრიაშვილი
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.