Accentnews.ge
რატიანი - ივანიშვილზე: „მას ექნება საკმაოდ მძიმე ცხოვრება“

რატიანი - ივანიშვილზე: „მას ექნება საკმაოდ მძიმე ცხოვრება“

14/11/2019 10:14:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცახდებით, მისი გუნდი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გეგმას განიხილავს, თუმცა სამომავლო ქმედებების შესახებ გუნდი კონსულტაციების შემდეგ ისაუბრებს.   

„ჩვეული პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა. როგორ ვიმოქმედებთ, ამას მოგვიანებით გაგაცნობთ. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები არ ჩაატაროს ისე, როგორც ატარებდა - არ მიიტაცოს კიდევ ერთხელ ძალაუფლება. ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ. განიხილება და ჩვენ ვსაუბრობთ ბოიკოტზე. დაინახავს, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე. მას ექნება საკმაოდ მძიმე ცხოვრება საერთაშორისო ზეწოლის ჩათვლით“,- განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლაზე უარი თქვა. შესაბამისი ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე დღეს ჩავარდა. „პართული ოცნება“ დღეს რვა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ზაზა ხუციშვილმა.    


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S