Accentnews.ge
ერდოღანმა ტრამპი თურქეთში მიიწვია

ერდოღანმა ტრამპი თურქეთში მიიწვია

23/05/2019 07:17:03 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში მიიწვია, – იუწყება Reuters თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

„ერდორანმა ტრამპი თურქეთში მიიწვია და აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ–ის მხრიდან პოზიტიური სიგნალები მოდის. ორი ქვეყნის ლიდერი ან „დიდი ოცეულის“ ფარგლებში გამართავენ პირისპირ შეხვედრას, ან ტრამპი ანკარას ეწვევა“, – განაცხადა, გამოცემის ცნობით, თურქმა მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის:  CNBC–ს ინფორმაციით, გუშინ აშშ–მა თურქეთს ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის. რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.  გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S