Accentnews.ge
ოპოზიციური პარტიები მოპალარაკებებს იწყებენ

ოპოზიციური პარტიები მოპალარაკებებს იწყებენ

14/11/2019 10:32:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შევიკრიბებით ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი  და შევაჯერებთ სამოქმედო გეგმებს,- ამის შესახებ „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, პოლიტიკოსები გადალახავენ ადამიანურ და პოლიტიკურ ბარიერებს და დასხდებიან მოსალაპარაკებლად.  

„ქვეყანაში შექმნეს უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი. ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებით დასრულდება, მაგრამ ეს გამოიწვევს არასტაბილურობას.

ვინც გვარწმუნებს, რომ ივანიშვილს თურმე კანონპროექტის გატანა უნდოდა და ჩაუდეს, მასხრად ნუ აგვიგდებს, ან საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასოს...

ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა კონსტიტუციური მეთოდეით იმისათვის, რომ დემოკრატიული  და თავისუფალი არჩევნები მოვიპოვოთ, რომ ეს ქვეყანა არც ერთი პოლიტიკური გუნდის ექსკლუზიური საკუთრება არ იყოს, ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიული განვითარების გზას და ჩვენს შვილებს თვალი გაქცევაზე არ ეჭიროთ“,-  ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S