Accentnews.ge
ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა  შეუძლებელია – ზელენსკი ჩინეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ

ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია – ზელენსკი ჩინეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ

26/04/2023 18:44:56 ევროპა

ტერიტორიების დათმობის ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო უნდა იყოს მსგრადი და სამართლიანი საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და გაეროს წესდების პატივისცემით.

"ტერიტორიული კომპრომისებით მშვიდობა შეუძლებელია", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს კიევისა და პეკინის ურთიერთობების ძირითადი თემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო თანამშრომლობის გზებს.

ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინისა და ჩინეთის სამშვიდობო გეგმებმა იპოვეს საერთო ენა, კერძოდ, ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის საკითხზე.

ზელენსკისა და სის შორის ომის დაწყებიდან პირველ საუბარს თეთრი სახლი მიესალმა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ მოლაპარაკებებს კარგი ამბავი უწოდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, გამოიწვევს თუ არა ეს კონტაქტი პროგრესს მშვიდობიანი მოგვარების საკითხში, – აღნიშნავს ვაშინგტონი.

კირბის თქმით, აშშ-ს არ მიუღია წინასწარი შეტყობინება სატელეფონო ზარის შესახებ, – იუწყება ამერიკის ხმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ხედავს პეკინის მზაობას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დასამყარებლად. ამავდროულად, სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ „ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადი კიევი ძნელად თუ აღიქვამს ადეკვატურად მშვიდობისკენ მოწოდებებს“.

სიმ განაცხადა, რომ ჩინეთი მტკიცედ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებების პროცესს და ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მოკლე პერიოდში.

გარდა ამისა, პეკინმა გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად თავის დელეგაციას კიევში გაგზავნის. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, მისიას მოსკოვში ჩინეთის ყოფილმა ელჩმა ლი ჰუიმ უხელმძღვანელოს. ის რუსეთში 2009 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა.

თებერვალში ჩინეთმა წარმოადგინა თავისი სამშვიდობო გეგმა ომის დასასრულებლად. პეკინმა შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტი შედგება ზოგადი ფრაზებისგან და არ გვთავაზობს მათი განხორციელების გზებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S