
პუტინმა ფაშინიანთან საუბრის შემდეგ მთიანი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელი შეცვალა – მედია
26/04/2023 20:35:40 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა, – იუწყება „როიტერი“.
ცვლილების ზუსტი მიზეზი ჯერ არცერთ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა, მედიის ცნობით, სომხეთმა კვლავ გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ლაჩინის დერეფნის გახსნა. მანამდე სომხეთი რუს სამშვიდობოებს უმოქმედობაში ადანაშაულებდა ლაჩინის დერეფნათან განვიტარებული მოვლენებისას. ეს ერთადერთი დერეფანი აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან.
სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო ქვეყანამ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და ამას „ბაქოს მიერ თავისუფალი გადაადგილების ვალდებულების უხეში დარღვევა“ უწოდა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამედოვმა განაცხადა, რომ საგუშაგო შეიქმნა „უსაფრთხოების გამო შეშფოთების საპასუხოდ, სომხეთის მიერ გზის ბოროტად გამოყენებისა და იარაღის უკანონო ტრანსპორტირების მიზეზით“.
მანამდე სომხეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, თუ იგივეს გააკეთებს ოფიციალური ბაქოც.