
"აქციის მონაწილეებისთვის შუა თითი არ მიჩვენებია"
14/11/2019 11:30:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერ კახა კალაძის მტკიცებით, დილით “ქართული ოცნების” ოფისიდან გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებისთვის შუა თითი არ უჩვენებია.
“მე ვისაც ვაჩვენე, ნამდვილად არ ყოფილან აქციის მონაწილეები... მე თავშეუკავებლობით არ გამოვირჩევი ხოლმე, როცა რაღაც მაქვს სათქმელი, ყოველთვის ვამბობ, არ ვერიდები. ეს რომ ყოფილიყო აქციის მონაწილეების მიმართ, არ მომერიდებოდა, ვიტყოდი”, – განაცხადა კალაძემ.
თუმცა მან პასუხი არ გასცა ჟურნალისტების კითხვას, თუ არა მომიტინგეებს, მაშინ ვის უჩვენა შუა თითი.
ტელეკომპანია “ფორმულას" ცნობით, კახა კალაძემ, რომელიც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა, გარეთ თავისი ავტომობილით გამოსვლისას შუა თითის ჟესტი გამოიყენა: