
რუსულმა ბანკმა ქართულ ლარში ბიზნესის საწარმოებლად სავალუტო ოპერაციების განხორციელება დაიწყო
27/04/2023 13:14:04 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსუმა ბანკმა "Точка"-მ ქართულ ლარში ბიზნესის საწარმოებლად სავალუტო ოპერაციების განხორციელება დაიწყო.
საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამიერიდან შესაძლებელია ქართული ვალუტის გაგზავნა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში. დოლარის, ევროსა და რუბლის გარდა, რომელიც საქართველოს მხოლოდ ზოგიერთ ბანკში იგზავნება, ახლა შესაძლებელია ლარში გადახდები საქართველოს ყველა ბანკში.
"გასულ წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა წინა წელთან შედარებით, 52%-ით გაიზარდა. სადღეისოდ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომაც ავამოქმედეთ ჩვენთან ახალი ვალუტა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ტრენდს შეუწყობს ხელს" - განაცხადა რუსული ბანკის წარმომადგენელმა ანა დავიდოვამ.
ТАСС-ის ინფორმაციით, სხვა ქვეყნების ბანკებში ფულის გადასარიცხად მეწარმემ სავალუტო ანგარიში უნდა გახსნას და საკომისიო ტარიფზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის: "Точка" რუსული ციფრული ბანკია ფიზიკური ოფისების გარეშე. იგი ფოკუსირებულია "იურიდიულ პირთათვის სერვისების ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე" და ორიენტირებულია მეწრმეთა დისტანციურ მომსახურებაზე. რუსეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია "Точка"-მ მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო.