Accentnews.ge
Bild: უკრაინამ პირველად დააორგანიზა პუტინზე დრონით თავდასხმა

Bild: უკრაინამ პირველად დააორგანიზა პუტინზე დრონით თავდასხმა

27/04/2023 13:53:00 ევროპა

უკრაინის სპეცსამსახურებმა ომის დაწყების შემდეგ პირველად სცადეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის ორგანიზება,– წერს გერმანული The Bild.

გამოცემის მტკიცებით, კიევმა განზრახვის სისრულეში მოყვანა 23 აპრილს სცადა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა: უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა გაუშვეს უპილოტო თვითმფრინავი UJ-22 და სცადეს შეტევა მოსკოვის რეგიონში მდებარე რუდნევოს ახალ ინდუსტრიულ პარკზე, სადაც სავარაუდოდ, პუტინი აპირებდა მისვლას.

თუ კრემლის პროპაგანდისტ პაველ ზარუბინს დავუჯერებთ, პუტინი ნამდვილად აპირებდა რუდნევოს მონახულებას, მაგრამ ამ კვირაში: "მომავალ კვირას პუტინი ეწვევა მოსკოვის ერთ-ერთ ინდუსტრიულ პარკს", - აანონსებდა ის.

23 აპრილს მოსკოვის რეგიონში ჩამოვარდა UJ-22 Airborn–ის ტიპის დრონი, რომელიც, როგორც იუწყებიან, დატვირთული იყო 17 კგ C-4–ს ასაფეთქებელი ნივთიერებით. როგორც ტელეგრამ–არხი „Baza“ წერს, 3,5 მეტრიანი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო საწვავის ამოწურვა.

ამასთან დაკავშირებით Twitter-ზე უკრაინელმა აქტივისტმა იური რომანენკომ დაწერა: „ყველამ ნახა სიახლე დრონის შესახებ, რომელიც მოსკოვამდე მიფრინდა, მაგრამ არ აფეთქდა? ეს დრონი უმიზეზოდ არ გაფრენილა. გასულ კვირას ჩვენმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია პუტინის მოგზაურობის შესახებ რუდნევოს ინდუსტრიულ პარკში. მოვახერხეთ პარკის გარშემო მოგზაურობის რუკის მიღებაც კი“.

Bild აღნიშნავს, რომ ბოლომდე გაურკვეველია, რეალურად აპირებდა თუ არა პუტინი კვირას რუდნევოს პარკის მონახულებას.

ერთი დღით ადრე კრემლის პროპაგანდისტულმა მედიარესურსმა TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი რუდნევოში 27 აპრილს მივა, სადაც დრონებთან დაკავშირებით გამართავს შეხვედრას.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურზე მიზანმიმართული დარტყმის განხორციელება კამიკაძე დრონის დახმარებით თითქმის შეუძლებელი ქმედებაა, თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ ასეთ თვითმფრინავს შეუძლია მიაღწიოს იმ ადგილამდე, სადაც პუტინი გაჩერებას გეგმავდა, რუსი დიქტატორისთვის სახეში სილის გაწვნაა,– განუცხადა Bild-ს პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სერგეი სუმლენიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S