
მარიამ ჯაში საპარლამენტო თანამდებობას და უმრავლესობას ტოვებს
14/11/2019 12:55:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საპარლამენტო თანამდებობას და უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, იგი გააგრძელებს კონსულტაციებს გუნდიდან დღეს წასულ წევრებთან. როგორც მარიამ ჯაში აცხადებს, იგი საქმიანობას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას