Accentnews.ge
პატიმარმა საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა

პატიმარმა საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა

28/04/2023 10:27:56 სამართალი

გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა კონსტანტინე ცომაიამ საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა. იგი "ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს და წერს, რომ მომხდარის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა.

როგორც ზურა ჩხაიძემ განაცხადა, დაზიანება ზედაპირული იყო, პაციენტის კლინიკაში დარჩენის საჭიროება არ იყო და ის გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ეს პატიმარი სასამართლო პროცესზე მიყვანილი იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან და შემდეგ, როდესაც აქ მოხდა ჭრილობის დამუშავება, ისევ საბადრაგო სამსახურის მიერ იქნა დაბრუნებული გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. კლინიკაში მოთავსების აუცილებლობა არ იყო. თვითდაზიანება მიიყენა პაციენტმა ყელის არეში.

აქ იყო ზედაპირული ჭრილობა, სხვა მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. ამ დაზიანებით მას ნამდვილად არ ემუქრება არანაირი საფრთხე. არ იყო მძიმე სახის დაზიანება, იყო ზედაპირული ჭრილობა, რომელიც გაიკერა და დამუშავდა“, - განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S