
დავით ქაცარავა: „საოკუპაციო ხაზიდან მოხსნეს პოლიცია“
14/11/2019 14:48:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ამ დროისთის საოკუპაციო ხაზი პრაქტიკულაც ცარიელია, პოლიცია კი თბილისისკენ გადმოისროლეს.
როგორც ქაცარავა ამბობს, ის დღეს თანამებრძოლებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე პატრულირებას ახორციელებდა, თუმცა პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიხვდა, რომ საოკუპაციო ხაზი პარლამენტთან გადის.
„როდესაც მოვდიოდი საოკუპაციო ხაზიდან გზა გადავსებული იყო „პიკაპებით“. საოკუპაციო ხაზიდან მოხსნეს პოლიცია. ქარელის რაიონის სრული შემადგენლობა, რომელიც იცავს საოკუპაციო ხაზს ატოცში, ჩო.შ. აქ გადმოისროლეს. საოკუპაციო ხაზი ახლა ცარიელია. რატომ? „გავრილოვის ღამის“ განმეორებას გეგმავთ? მე ეს მოლოდინი მაქვს“,- განაცხადა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პროექტ ჩააგდო, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისიწნებდა.