
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
28/04/2023 19:05:25 ევროპა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს. მიზეზი მოლდოვის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო განცხადებები გახდა.
კერძოდ, მოლდოვის საგარეო უწყების პროტესტი გამოიწვია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარმა, რომ "მოლდოვა, როგორც ქვეყანა, უკვე აღარ არსებობს, რადგან ის რუმინეთს მიჰყიდეს".
მოგვიანებით, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ხედავს რუმინეთის მხრიდან შთანთქმისკენ“ სვლას და მოლდოვის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის „განზრახ შეკვეცას“.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებს მიუღებელი და მოლდოვისა და ევროკავშირის მიმართ ცილისმწამებლური უწოდეს.