
Caesar-ის საარტილერიო სისტემა დანიიდან უკვე უკრაინაშია - რეზნიკოვი
28/04/2023 19:30:15 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფრანგული წარმოების თვითმავალი Caesar-ის საარტილერიო დანადგარები, რომელიც დანიამ უკრაინას დაუთმო, უკვე ქვეყანაშია:
"Caesar დანიიდან უკვე უკრაინაშია...დანია აპირებდა ამ სისტემების გამოყენებას თავისი არმიისთვის, მაგრამ გონივრულად და კეთილშობილურად გადაწყვიტა მათი გადაცემა უკრაინის არმიისთვის, რადგან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მთლიანად ევროპას" - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე და მადლობას უხდის დანიელ ხალხს, თავის დანიელ კოლეგასა და ასევე ფრანგ პარტნიორებს.
იანვარში დანიის მთავრობამ, პარლამენტის მხარდაჭერით, გადაწყვიტა, უკრაინისთვის გადაეცა 19 ერთეული Caesar-ის საარტილერიო სისტემა, რომელიც მან საფრანგეთს შეუკვეთა. გარდა თავად აღჭურვილობისა, დანიის მხარე უკრაინას სამხედროების მომზადებასა და წვრთნასაც დაჰპირდა.