Accentnews.ge
რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

14/11/2019 15:22:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ოპოზიცია რიგ საკითხებზე თანხმდება. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიციური სპექტრი შეთახმდა, რომ მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით. 

ამასთან, ვაშაძე ფიქრობს, რომ ამ მოთხოვნას უნდა მიებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელი შემადგენლობის შეცვლა.  

ალიკო ალესაშვილი ამბობს, რომ მიღწევის გზებზე მსჯელობა გაგრძელდება.

გიგა ბოკერიას თქმით, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, ხელისუფლებაზე აქციებით აგრესიული წნეხი გაგრძელდება.

„მაგიდაზე დევს ყველა რადიკალური სცენარი და ეს გააკეთა ივანიშვილმა. ეს არის რეაქცია მის უტიფრობაზე“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ეკა ბესელიას თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მიღწევადი და მოსწრებადია, ხოლო ივანიშვილს პროცესები ვადამდელ არჩევნებამდე მიჰყავს.

19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმა დასახელდება.  ოპოზიცია რუსთაველზე აქციას უერთდება. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისის შენობაში შეხვედრას როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოიზიცია ესწრებოდა, იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.  ამ დროისთვის რუსთაველზე აქცია გრძელდეა, აქციები მიმდინარეობს ქუთაისსა და ზუგდიდშიც. 

მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. მისი თქმით, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მძლავრი პოლიტიკური ძალა იქმნება, რომელიც არჩევნებში "ქართულ ოცნებას" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

"გავაანალიზეთ, ყველამ თავისი აზრი თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ასეთი განვითარება. მგონია, რომ საზოგადოება არ არის ერთი სახის მხოლოდ, მოსაზრებები ძალიან ბევრია, ესემესებსაც ვღებულობთ, ყველამ შევაჯამეთ რა ინფორმაციებიც მივიღეთ ფოკუს ჯგუფებისგან, რომლებთანაც მუდმივი ინფორმაცია გვაქვს. რასაკვირველია, პროპორციულ არჩევნებს შეეძლო ეს სიტუაცია თავიდან აეცილებინა, როდესაც ყველა ერთად კისრულობს პასუხისმგებლობას სტაბილურობაზე, მაგრამ არის მეორე საპირისპირო აზრიც რომ პირიქით, ეს მდგომარეობა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ქუჩაში, არის გარკვეული პროექცია იმისა, რაც ჩვენ 2020 წლიდან მოგველის პარლამენტში, თუკი ვერავინ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, მთავრობა ვერ შეიქმნება და ქვეყანაში კრიზისი დაიწყება. მე მაინც პროპორციულის თემას ასე ადვილად ვერ დავთმობ, მაგრამ არის მთავარი საკითხი, -  შერეულში არის პროპორციულიც და მაჟორიტარულიც. საკმაოდ მძლავრი გაერთიანება შეიქმნა პოლიტიკური, რასაც ვუყურებთ ახლა ნათელაშვილის ოფისში და საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური ძალა შეიძლება წარმოიქმნას, რომელიც არჩევნებში და არა ქუჩაში "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ უერთდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილ ადამიანებს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფში მას პერსპექტივა არ აქვს. 

"მე შეიძლება პროპორციული სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ არა ვარ იმის მომხრე, რომ საერთო ენა გამოვნახო ადამიანებთან და უმრავლესობის წევრობის ხარჯზე გადავინაცვლო იმ ჯგუფში, რომელშიც მეც და ბევრ ჩემს კოლეგას პერსპექტივა არ გვაქვს.

უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია, საწინააღმდეგო პოზიციების ადამიანების გარიცხვა პარტიიდან, რომლებიც წინასწარ ვიცოდით, მიუღებელია, რადგან ეს ქვეყანას დააზიანებს. უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად,"- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S