
"ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის შეიძლება, მომგებიანი იყოს"
14/11/2019 15:58:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციური სპექტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების საკითხის დაყენებას გეგმავს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკი კობახიძე კი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ განიხილება და ოპოზიციას მოუწოდებს, დაიწყოს მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის სუბიექტურად შეიძლება, მომგებიანი იყოს, მაგრამ ეს არ განიხილება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციას მოვუწოდებ, დაიწყოს მზადება, ჩვენ ეს მზადება დაწყებული გვაქვს",- განაცხადა კობახიძემ.
რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სამოქმედო გეგმას წარადგენს.