Accentnews.ge
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გენგეგმა დასახელდა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გენგეგმა დასახელდა

14/11/2019 16:19:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დასახელდა. მოთხოვნები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა წარადგინა. 

მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილის მთავრობას აღარ აქვს ლეგიტიმაცია, ხოლო „მონათა ჯანყის“ არავის სჯერა. 

როგორც დიღმელაშვილმა განაცხადა, შეკრებილი საზოგადოების მოთხოვნაა პროპორციული არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის გარეშე გარდამავალი მთავრობის პირობებში. 

„ჩვენ, ყველა ინტერესთა ჯგუფმა, სამოქალაქო სექტორმა, პოლიტიკურმა პარტიებმა მოვახერხეთ კონსესუსი და გაცოცხდა სლოგანი ერთად ერთის წინააღმდეგ. შედგება ეროვნული თანხმობის კომიტეტი პრინციპით ყველა-ივანიშვილი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ეს არის ჩვენი გენგეგმა“,-განაცხადა დიღმელაშვილმა. 

შედეგის მიღწევამდე იმართება პერმანენტული აქციები.   

„აქ დავბანაკდებით და არ დავიშლებით“,- დასძინა მან.

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სამპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა:

  • ჩამოვაყალიბოთ დროებითი მთავრობა. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილი ავტმატურად ჩაეხსნება პროცესს.  
  • ამ მთავრობაში იქნება ყველა, - უვანიშვილი და ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი ყველა პროცესს ჩაეხსნება.
  • დროებითი მთავობა ჩაატარებს არჩევნებს.  

მანამდე ოპოზიციონერები „ლეიბორისტების“ ოფისში შეიკრიბნენ და როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ისინი ვადამდელ არჩევნებზე თანხმდებიან, თუმცა პროპორციული სისტემით.  

ამ წუთებში თბილისის გარდა აქციები სლოგანით "გადაგვაგდე? გადაგაგდებთ!" რეგიონებშიც მიმდინარეობს. აქტივისტები შეიკრიბნენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში. 

უშუალოდ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ახალგაზრდები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად  პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, უმრავლესობის დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, აპროტესტებენ. 

აქციას უკვე შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები -სრული ოპოზიციური სპექტრი, საზოგადოების ცნობილი სახეები -  მსახიობები, პოეტები და მომღერლები. აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. 

„ბევრ ჩვენგანს [ოპოზიციურ ლიდერებს] ერთმანეთი გულზე არ გვეხატება, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზე გადავდეთ და შევთანხმდით, რომ ერთიანი გეგმით ვიმოქმედებთ. ივანიშვილს პროპორციული არჩევნების ეშინია და რისიც ეშინია, იმაში - არჩევნებში დავანგრევთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია ერთად დააყენა: 

„მოვლენების პოლიტიკურ განვითარებას თავისი ლოგიკა აქვს. შეიძლება ერთხელ და ორჯერ მოტყუვდეს საზოგადოება, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. ძალიან მძიმე პროცესია ახლა ქვეყნისათვის, სერიოზულია არასტაბილურობის საფრთხე. ერთადერთი გზაა ახლა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ეს პროცესები არ გავიდეს კონტროლიდან და არ მიიღოს უმართავი სახე , ბუნებრივია სერიოზული არასტაბილურობა ქვეყნისათვის ახლა სახიფათო იქნებოდა. ჩვენ ყველანი, ოპოზიციური პარტიის ლიდერები უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად კონსოლიდირებული, რომ კონტროლიდან არ გამოვიდეს სიტუაცია. რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ამაზე დაეკისრება ხელისუფლება და ივანიშვილს, მაგრამ ამით დიდი შეღავათი ვერ იქნება თუ ქვეყანას რაიმე დაუშავდა. უნდა მოვიპოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S