Accentnews.ge
გრიგორიადისის მამა: "არ დაუშვათ, ეს ახალგაზრდები გაასამართლონ სანქცირებულმა მოსამართლეებმა"

გრიგორიადისის მამა: "არ დაუშვათ, ეს ახალგაზრდები გაასამართლონ სანქცირებულმა მოსამართლეებმა"

01/05/2023 10:23:05 სამართალი

დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მამა მოქალაქეებს დღეს საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები სანქცირებული მოსამართლეების მიერ არ უნდა გასამართლდნენ. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

"დღეს სასამართლოს ეზოში ლაზარეს მაგივრად ვიქნები მე. სანქცირებულმა სასამართლომ არ უნდა გაასამართლოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რუსულ რეჟიმს საქართველოში. დღესდღეობით, ამბავი ასეთია - მე ვარ იქ, სადაც უნდა ყოფილიყო ლაზარე და არ დაუშვათ, რომ ეს ახალგაზრდები, ეს ვაჟკაცები გაასამართლონ სანქცირებულმა მოსამართლეებმა. მეგობრებო, გთხოვთ და გელოდებით სასამართლოს ეზოში. დღეს უნდა ვიხმაუროთ", - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს პატიმრობა შეუფარდა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S