
კრამონი: "თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს არა ხელისუფლების, არამედ ხალხის დამსახურება იქნება"
01/05/2023 16:05:26 ციტატა
„ზუსტად პირიქითაა. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ რომ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დააკისრა [შესასრულებლად], არამედ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა და ამას ითხოვდა გეოპოლიტიკური ლოგიკა“,– წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.