Accentnews.ge
თბილისის ცენტრში ბიზნესმენი დაჭრეს

თბილისის ცენტრში ბიზნესმენი დაჭრეს

01/05/2023 16:10:54 სამართალი

თბილისში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ირკვევა, რომ დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა – დემურ ხაბულიანია.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დღის პირველ ნახევარში ხაბულიანს მათთვის უცნობ პირებთან მოუვიდა კონფლიქტი, შემდეგ სავარაუდოდ, იგივე პირები დაბრუნდნენ და მოხდა შეიარაღებული ინციდენტი.

მეზბლები ყვებიან, რომ მას თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა. დაზარალებულმა თავად ითხოვა დახმარება.

არსებული ცნობებით, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S