Accentnews.ge
ბულგარეთში გენპროკურორის აფეთქება სცადეს

ბულგარეთში გენპროკურორის აფეთქება სცადეს

01/05/2023 17:15:50 ევროპა

ბულგარეთში გენერალური პროკურორის აფეთქება სცადეს.

მედიის ცნობით, სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე ივან გეშევის კორტეჟს ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა დაუდეს. ბომბი ავტოკოლონის წინ აფეთქდა.

ბულგარეთის ხელისუფლებამ შექმნა ოპერატიული შტაბი შსს-სა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა გამოიძიოს ინციდენტი.

შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალურად არ ადასტურებენ და არც უარყოფენ აფეთქების ფაქტს, მომხდარს „ინციდენტს“ უწოდებენ და დეტალებს არ აკონკრეტებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არავინ დაშავებულა. თუმცა, ტელეარხი BTV იტყობინება, რომ დაშავებულია დაცვის თანამშრომელი.

ჯერჯერობით არ გამოთქმულა ვარაუდები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის უკან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთის პროკურატურა იძიებს ხელისუფლების შესაძლო უმოქმედობას ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელების საკითხში. ირწმუნებიან, რომ ბულგარეთში არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ რუსი ფიზიკური თუ იურიდიული პირების აქტივების გაყინვის თაობაზე. ამავე დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების სიებში შეყვანილი რუსები ან მათი კომპანიები ფლობენ უძრავ ქონებას ბულგარეთში. მათ შორის სახელდებიან სერგეი ჩემეზოვი, მაქსიმ ტოპილინი,ალექსეი ჩეპა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორი ივან გეშევი პარასკევს უკრაინასა და მოლდოვას ეწვია.

ბულგარეთი ასევე იძიებს ბიზნესმენ ემელიან გებრევზე თავდასხმას, რომელშიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის გრუ-ს აგენტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S