
პარლამენტთან კარვები გაიშალა
14/11/2019 18:31:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. მათი თქმით, გეგმა სამი პუნქტისგან შედგება: ვადამდელი არჩევნები, პროპორციული სისტემის შემოღება და დროებითი მთავრობის დაკომპლექტება. აქტივისტები აცხადებენ, რომ შედეგის მიღებამდე არ დაიშლებიან.
შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მღელვარება პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შესახებ.
იხილეთ ასევე