Accentnews.ge
ლიეტუვაში საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციის შესახებ კანონი ამოქმედდა

ლიეტუვაში საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციის შესახებ კანონი ამოქმედდა

01/05/2023 17:43:20 ევროპა

1 მაისს ლიეტუვაში ამოქმედდა კანონი საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციის შესახებ.

კანონს სრულად ეწოდება „ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმებისა და მათი იდეოლოგიების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“.

კანონი ქმნის საჯარო სივრციდან იმ ძეგლების, მემორიალური ობიექტებისა და ქუჩების სახელების მოცილების პროცედურას, რომლების შესახებაც ჩაითვლება, რომ ისინი პროპაგანდას უწევენ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, ასევე მათ იდეოლოგიას.

ლიეტუვის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საჯარო ობიექტების პროპაგანდად აღიარებას განახორციელებს ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის შესწავლის ცენტრი, ასევე მუნიციპალური დაწესებულებები. თავად საეიმი ასევე შექმნის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

ბალტიის ქვეყნები საბჭოთა პერიოდის დაგმობის თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ. ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მათი სსრკ-ში ყოფნის პერიოდი განიხილება როგორც ოკუპაცია. მოხდა საბჭოთა პერიოდის მრავალი ძეგლის დემონტაჟი ან ისინი გადატანილ იქნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S