Accentnews.ge
ფინეთი აშშ–ს მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების საშუალებას მისცემს

ფინეთი აშშ–ს მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების საშუალებას მისცემს

01/05/2023 20:43:46 ევროპა

ფინეთისა და შეერთებული შტატების ხელისუფლებებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება გამართეს. თუ შეთანხმება მიღწეულ იქნა, მაშინ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ, გამოიყენონ ფინეთის ტერიტორია წვრთნებისთვის, ტექნიკისა და იარაღის განსათავსებლად, ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის ორგანიზებისთვის,– წერს გაზეთი Helsingin Sanomat ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიქაელ ანტელაზე დაყრდნობით.

ფინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ შეთანხმების დადება გააძლიერებს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვით შესაძლებლობებს. ჰელსინკი უკვე მონაწილეა თავდაცვის კუთხით რამდენიმე მოქმედი შეთანხმების დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ ეს დოკუმენტი განსაკუთრებულია, – ამბობს ანტელი.

ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს, შეიყვანოს სამხედროები ფინეთში და დატოვოს ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე, შეინახოს იქ იარაღი და ინვესტირება მოახდინოს საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში. ბირთვული იარაღი არ არის ამ შეთანხმების საგანი, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეერთებულ შტატებს უკვე აქვს შეთანხმებები ნატოს სხვა ქვეყნებთან სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ. ფინეთი ხელს მოაწერს დოკუმენტს, როგორც ალიანსში ახალი წევრი.

ფინეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწვალა მრავალწლიანი ნეიტრალური პოლიტიკა და ალიანსის წევრობაზე გააკეთა განაცხადა. აპრილის დასაწყისში წევრი გახდა, შედეგად რუსეთმა ნატოს 1500–მდე კილომეტრის სიგრძის ახალი საზღვარი მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S