Accentnews.ge
აქციის მონაწილეთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკე დაიძრა

აქციის მონაწილეთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკე დაიძრა

14/11/2019 18:42:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

აქციის მონაწილეთა ნაწილი გამოეყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს და სოლოლაკისკენ - ბიძინა ივანიშვილის ბიძნესცენტრის მიმართულებით დაიძრნენ. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, სადღეისოდ ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, მისი ჩამოშორების შემდეგ კი ქვეყანა ევროპული გახდება.  

"არ ვიქნებით მხოლოდ რუსთაველზე. ჩვენ ძალიან ბევრი ადგლის პარალიზებას მოვახდენთ, რადგან მხოლოდ რუსთაველზე გამაგრება არ იქნება საკმარისი",- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "წადი!"

აქტივისტებს წინ სამართალდამცველები მიუძღვიან. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მღელვარება პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შესახებ. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S