Accentnews.ge
მეუფე პეტრე - ხელისუფლებას: "ქუდზე კაცი - საქართველოს გადასარჩენად"

მეუფე პეტრე - ხელისუფლებას: "ქუდზე კაცი - საქართველოს გადასარჩენად"

14/11/2019 18:50:23 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვა ვრცელდება. მიმართვას იღუმენია თამარ გამრეკელი ავრცელებს.

„ხელისუფლებას!

ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად

ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნები შედეგია!

​მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას, ისევე როგორ „გავრილოვის ღამის“ შემთხვევაში, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამართლიანი პროტესტი.

როგორც უფალი ბრძანებს: თავის ამონთხეულს მხოლოდ ძაღლი უბრუნდება…

ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, სადაც „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ პრინციპმა აღარ იმუშავა და ჩვენდა საუბედუროთ ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაგვედო კისერზე.

​ვფიქრობთ, ერთადერთი გამოსავალია გონს მოვეგოთ და გამოვიყენოთ კანონის ფარგლებში არსებული ყველა საშუალება, რათა განიმუხტოს სამართლიანი პროტესტი დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების პირობითა და მოლოდინით.

გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს – რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!

მონა ღვთისა, მიტროპოლიტი პეტრე”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც იღუმენია თამარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S