
სერგეი გავრილოვი: "საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს"
14/11/2019 19:16:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამნეტისგან ბოდიშის მოხდას და მიღებული ზომების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.
"საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და წარმოადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა",- განაცხადა გავრილოვმა ათენში ასამბლეის პრეზიდენტმა გავრილოვმა ასამბლეის სამდივნოს სხდომაზე.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ზომების მიღება, რათა არ მოხდეს პოლიტიკური ზეწოლის დაშვება იმ დეპუტატებზე, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში მონაწილეობენ.
გავრილოვის თქმით, რუსეთის მხარემ დროული რეაგირება მოახდინა და ახლა ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას, რადგან „საკითხი ეხება საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეთა და მთლიანად პარლამენტართა პატივისცემას“.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა 14-15 ნოემბერს ათენში იმართება.
შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი საქართელოს პარლამენტში ვიზიტისას სპიკერის სავარძელში მოთავსდა და საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა. სწორედ ამას მოჰყვა საზოგადოებრივი მღელვარება და პოლიტიკური პროტესტი.