Accentnews.ge
ნაცვლიშვილი – შალვა პაპუაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია

ნაცვლიშვილი – შალვა პაპუაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია

02/05/2023 08:04:50 პოლიტიკა

"როგორც ერთპიროვნულად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო პაპუაშვილმა საკითხი, ასევე ერთპიროვნულად მიიღოს ახლა გადაწყვეტილება და დააბრუნოს საკითხი განხილვაზე, ჩვენ ამას არ მოვითხოვთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაპუაშვილი და დანარჩენი ლიდერები სამართლებრივად გაფორმდებიან როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებლები.

"ის, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იქცევა და კანონის დარღვევით მოქმედებს, არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამაც კანონის დარღვევით უნდა იმოქმედოს, არავითარ შემთხვევაში. თუ ისინი კანონს ვერ კითხულობენ, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამაც დაივიწყოს კანონი. ძალიან მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ. ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას. როგორც ერთპიროვნულად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო პაპუაშვილმა საკითხი, ასევე ერთპიროვნულად მიიღოს ახლა გადაწყვეტილება და დააბრუნოს საკითხი განხილვაზე, ჩვენ ამას არ მოვითხოვთ, რადგან მან გადადგა უკანონო ნაბიჯი, მას არ ჰქონდა ამ საკითხის ამოღების უფლება. ახლა ჩვენ რომ დავაყენოთ ეს საკითხი, ეს რას ნიშნავს? რაც გააკეთა სწორია? - არა! მან დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის ძირეული პრინციპები! ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება, გაფორმდეს ახლა უკვე სანქციების კონტექსტში პაპუაშვილი და დანარჩენი ლიდერები სამართლებრივად, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებლები, ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას.

ცნობისთვის: პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. შედეგად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა.

კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S