Accentnews.ge
ანა წითლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაიუქმა თავი და გააუქმა საქართველოს პარლამენტი

ანა წითლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაიუქმა თავი და გააუქმა საქართველოს პარლამენტი

02/05/2023 08:22:05 პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაიუქმა თავი და გააუქმა საქართველოს პარლამენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

წითლიძის თქმით, ის რაც ხდება ამ კომისიასთან დაკავშირებით აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნება" ეფარება მათი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლებს.

"ქართული ოცნება" არღვევს კონსტიტუციას და სინდისიც არ აწუხებს. რაც დაატრიალა "ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, ანახა ის, რაზეც წლებია საუბრობენ ადამიანები, ვინც წლებია ჩახედულები არიან სასამართლო სისტემაში, ანახა ის, თუ რატომ დაასანქცირა აშშ- მა მოსამართლეები, "ქართული ოცნება" ახლა ეფარება იმ მოსამართლეებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ,"- განაცხადა წითლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას.

ცნობისთვის: პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. შედეგად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა.

კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S