Accentnews.ge
ხათუნა სამნიძე: "შეუძლებელია, შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს კლანის ნაწილად"

ხათუნა სამნიძე: "შეუძლებელია, შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს კლანის ნაწილად"

02/05/2023 08:32:51 პოლიტიკა

"პაპუაშვილმა გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და თავად გახდეს სანქცირების ობიექტი", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "იმ მოვლენების ფონზე, რაც კომისიასთან დაკავშირებით განვითარდა, შეუძლებელია შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს კლანის ნაწილად".

„ბატონ პაპუაშვილს თავი ჰგონია, ვერ ვიტყვი რა, მაგრამ საგამოძიებო კომისია დღის წესრიგიდან გააქრო. მან გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და გახდეს თავად სანქცირების ობიექტი. შეუძლებელია სანქციების შემდეგ, რაც კონკრეტულ მოსამართლეებზე ვიხილეთ, ამ მოსამართლეებზე გადაფარებამ, მათმა დაცვამ, მთელი სახელმწიფო მანქანის ჩართვამ, პარლამენტის პარალიზებამ, ახლა უკვე საკითხის დღის წესრიგიდან გაქრობამ არ გამოიწვიოს ის, რომ კონკრეტულად ბატონი პაპუაშვილი არ განიხილებოდეს როგორც ამ კლანის ნაწილი“, - განაცხადა სამნიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას.

ცნობისთვის: პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. შედეგად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა.

კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S