
ადვოკატი – ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ გამომძიებელს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხავენ
02/05/2023 11:09:07 სამართალი
2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება.
როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის პროკურატურაში სერგო შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია, რადგან მისი სურვილია, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს.
თავად სერგო შუბითიძეს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა.