Accentnews.ge
“აშშ-ის საელჩოს და ჩვენი გამოხმაურება იდენტური იყო”

“აშშ-ის საელჩოს და ჩვენი გამოხმაურება იდენტური იყო”

14/11/2019 20:09:04 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია აქვს. მოგეხსენებათ, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტი ჩააგდო, თამარ ჩუგოშვილმა დატოვა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისას მან თქვა ისიც, რომ არ იცის, როგორც აუხსნას მომხდარი საერთაშორისო პარტნიორებს, რომელსაც არწმუნებდა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა.   

ჟურნალისტი დაინტერესდა, რის თქმას გეგმავს "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებისთვის.  

"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, თქვენ ნუ ნერვიულობთ",- მიმართა "ტვ პირველის" ჟურნალისტს კობახიძემ. 

ჟურნალისმა მას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე დაფიქსირებული მწვავე რეაქციები შეახსენა.   

“ამერიკის საელჩოს და ჩვენი გამოხმაურება იყო აბსოლუტურად იდენტური... ჩვენ დაგვწყდა გული იმის გამო, რომ წარვადგინეთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც ვერ გავიდა”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რუსთაველზე არა ოპოზიციური სპექტი, არამედ "პატრიოტთა ალიანსი" და "ნაციონალური მოძრაობა" დგას და ამ "ლუსტრაციის პრობებში" "ქართული ოცნება" არჩევნებში არა დაგეგმილ 60%-ს, არამედ 90%-ს აიღებს.   

ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. ამასთან, დღეს საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც. 

ამასთან, საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს პარლამენტთან, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

 იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S