Accentnews.ge
ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ - რეზნიკოვი

ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ - რეზნიკოვი

02/05/2023 13:17:23 ევროპა

კიევი უბრძოლველად დაიბრუნებს ყირიმს, – განაცხადა The Atlantic–ს ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსები ნახევარკუნძულის ციხე–სიმაგრედ ქცევას ცდილობენ, უკრაინა საუბრობს ყირიმის „სამხედრო-პოლიტიკურ“ განთავისუფლებაზე და არა წმინდა სამხედრო კონტრშეტევაზე.

„როდესაც ისინი გაწყვეტენ საავტომობილო, სარკინიგზო და წყლის მარშრუტებს ნახევარკუნძულისკენ და თავს დაესხმებიან სამხედრო ინფრასტრუქტურას დრონებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბევრი რუსი, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ემიგრანტი, დარწმუნდება, რომ სჯობს, სხვაგან იცხოვრონ“, – წერს Atlantic და დასძენს, რომ ზოგიერთი რუსი უკვე გაიქცა ყირიმის ხიდზე და ნახევარკუნძულზე მომხდარი სხვა აფეთქებების შემდეგ.

„ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ“, - ციტირებს რეზნიკოვს Atlantic.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S