
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა რუსი პროპაგანდისტები ამხილა
02/05/2023 13:50:38 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს არ დაუფიქსირებიათ მტრის მიერ რუსული სუ-57 და სუ-75 თვითმფრინავების უკრაინის საჰაერო სივრცეში გამოყენების ფაქტები. ამის შესახებ საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა რუსი პროპაგანდისტების საპასუხოდ განაცხადა:
"მათ ჰყავთ სუ-57–ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც გამოფენებზე აჩვენეს, ასევე –სუ-75: ერთი – ორი ძრავით, მეორე – ერთით. ეს არის ისეთი "სუპერთვითმფრინავები“, როგორც თავად უწოდეს, "მეექვსე თაობის“. არაერთხელ დაწერეს მათ, რომ ფრონტზე უკვე რაღაც აჩვენეს ამ თვითმფრინავებმა, სადღაც ბომბები და რაკეტები ჩამოყარეს. უკრაინის საჰაერო ძალებს არ დაუფიქსირებიათ ამ თვითმფრინავების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო აგრესიაში“.
ამავე დროს, საჰაერო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს საკმარისი რაოდენობის სხვა თვითმფრინავები (Su-30SM, Su-35, Su-34, Su-25) და ვერტმფრენები (Ka-52), რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება.
პოლკოვნიკის თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყნის საჰაერო ძალები ფსონს არ დებენ იმაზე, თუ რით იკვეხნის რუსეთი საჰაერო სივრცეში. მაგალითად, შეერთებული შტატები, რომელიც არის საბრძოლო თვითმფრინავების წამყვანი მწარმოებელი, ეყრდნობა ახალ ტექნოლოგიებს „პირველი ვინც ხედავს, ის იყენებს იარაღს და ანადგურებს მტერს“.