Accentnews.ge
მელიტოპოლში რუსი მაღალჩინოსნის აფეთქების შესახებ იუწყებიან

მელიტოპოლში რუსი მაღალჩინოსნის აფეთქების შესახებ იუწყებიან

02/05/2023 14:00:42 ევროპა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ მელიტოპოლში ე.წ. რეგიონული შსს-ს უფროსის მოადგილეზე თავდასხმა განხორციელდა – სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დადებული.

როგორც იუწყებიან, დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია. მისი მდგომარეობის შესახებ ცნობები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მანამდე მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ 2 მაისს, დილით მელიტოპოლში აფეთქება მოხდა. მალევე ქუჩაში პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ.

მოგვიანებით მან Telegram-ზე დაწერა, რომ „განახლებული მონაცემებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ზაპოროჟიის ოკუპირებული ნაწილის "შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ" ჭიშკარი გააღო“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S