Accentnews.ge
ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გაემგზავრა

ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გაემგზავრა

03/05/2023 08:21:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა,– იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს ჩატარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

იხილეთ ასევე: რატომ გეგმავს ''ევროპის სოციალისტური პარტია" „ოცნებასთან“ პარტნიორობის საკითხის გადახედვას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S