
რუსეთის არმიამ ხერსონის ერთადერთი მოქმედი სუპერმარკეტი დაბომბა
03/05/2023 09:48:15 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დილით რუსეთის არმიამ ხერსონში სუპერმარკეტზე მიიტანა იერიში.
თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს არის ხერსონში ფუნქციური ერთადერთი ჰიპერმარკეტი. დაღუპულები და დაშავებულები მყიდველები და მაღაზიის თანამშრომლები არიან.
აღნიშნული ობიექტი მდებარეობს ორ-ნახევარ კილომეტრზე დნეპრიდან, რომელიც ახლა ფრონტის ხაზს წარმოადგენს.
უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ფრონტისპირა ხერსონში 58 საათის განმავლობაში სრულად აიკრძალება გადაადგილება. კომენდანტის საათი 5 მაისის საღამოდან 8 მაისის დილამდე იმოქმედებს.