Accentnews.ge
აჭარის მთავრობის შენობასთან ვითარება დაიძაბა

აჭარის მთავრობის შენობასთან ვითარება დაიძაბა

15/11/2019 06:39:08 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, რეგიონები

აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ''სირცვხილიას'' აქტივისტები აქციას მართავენ, ვითარება დაიძაბა.

ისინი შენობის შესასვლელ კართან დგანან და სამუშაო კაბინეტებში თანამშრომლებს არ უშვებენ. აღნიშნულის გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. 

აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის შენობის ორივე შესასვლელი აქვთ პიკეტირებული. 

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ეს დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S