Accentnews.ge
გერმანელი დეპუტატი – "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ ინიციატივაზე: "ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე"

გერმანელი დეპუტატი – "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ ინიციატივაზე: "ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე"

03/05/2023 11:51:41 პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა კრისტიან პეტრმა პარლამენტში ქართველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.

კრისტიან პეტრის შეფასებით," თუკი ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე, ვინაიდან ყველა ხელისუფლება და ქვეყანა იმის მიხედვით ფასდება, რამდენად იცავს ადამიანების, განსაკუთრებით უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებს".

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კანონპროექტები და ინიციატივები საზოგადოებიდან მოდის და პარლამენტში ამ გზით შემოდის. თუმცა, რაც შეეხება ამ სრულიად განსაკუთრებულ შემთხვევას, რომელიც ლგბტ ადამანებს ეხება, ვფიქრობ, რომ ქვეყანა, მმართველობა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა ის სხვადასხვა ჯგუფებს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა, რწმენისა, ცხოვრების წესისა, ეს უნდა იყოს დისკრიმინაციის გარეშე, ჯარიმების თუ დასჯის შიშის გარეშე. თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე," - განაცხადა კრისტიან პეტრმა.

ამავე კანონზე დღეს კითხვა დაუსვეს დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, ვინც გერმანიის ბუნდესთაგის დელეგაციას შეხვდა.

"საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ უფლებებს და ცხადია, მათი შეზღუდვა წარმოუდგენელია და ეს ასე ვერ მოხდება. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება არის გამყარებული კონსტიტუციით, ანტიდისკრიმინაიცული კანონით და შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების პოზიცია, ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც მიღებულია დიდწილად ჩვენი ხელისუფლების პირობებში" - ასე უპასუხა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" კითხვას "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.

ამავე თემაზე: მდინარაძე - „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის თაობაზე: „ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S